პროფილაქტიკაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - 25 წლის ბრალდებული ზესტაფონში დააკავეს
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ბრალდებული ზესტაფონში დააკავეს. ამასთან დაკავშირებით შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებული პირი 25 წლის არის. მკვლელობა ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. პროფილაქტიკაში გუშინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ავტოსახელოსნოს თანამშრომელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ასევე იხილეთ: პირველი კადრები პროფილაქტიკიდან, სადაც ახლახან მამაკაცს ესროლეს - თანამშრომელი ტრაგედიის შესახებ
უწყვეტი კადრი: რა ხდება ახლა პროფილაქტიკაში, სადაც კლიენტმა თანამშრომელი დაუნდობლად მოკლა
"ძალიან კეთილი და მეგობრული იყო..." - ოჯახის წევრი ვაკეში, პროფილაქტიკაში მოკლული მამაკაცის შესახებ