"ეს ყველაფერი არის კახი კალაძის დავალებით" - ნიშნიანიძის და ფეიქრიშვილის დაკავებას ოჯახის თქმით, ვიცე-პრემიერი კურირებდა
გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის დაკავებას ოჯახის წევრები ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის პირად ინტერესებს უკავშირებენ. ფეიქრიშვილის მეუღლე კონკრეტულ სატელეფონო საუბრებზეც მიუთითებს. თათა ჩინჩალაძის თქმით, მის მეუღლეს ქვეყნის დატოვების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს. მისივე ინფორმაციით, პირი რომელიც სატელეფონო საუბრებს ახორციელებდა, კახი კალაძის მეუღლის ძმაა. როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ მიმართ მუდმივად თვალთვალი ხორციელდებოდა. ოჯახის წევრები ასევე დეტალურად იხსენებენ სპეცოპერაციის ღამეს, როდესაც მათი ინფორმაციით, იარაღის ჩადების ფაქტი თვალსაჩინოდ მოხდა.