მეცნიერებმა "მეორე დედამიწა" აღმოაჩინეს
მეცნიერებმა საცხოვრებლად ვარგისი ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. პლანეტა, სახელად Proxima B მზის სისტემის სიახლოვეს აღმოაჩინეს. პლანეტაზე დაკვირვება 16 წელია მიმდინარეობს, თუმცა მეცნიერებმა მხოლოდ ახლახან დაადასტურეს პლანეტაზე გაყინული წყლის არსებობა.
როგორც მონპელიეს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ჟულიენ მორენმა განაცხადა, აღნიშნული პლანეტა, სავარაუდოდ, პირველი იქნება, რომელსაც ადამიანი ეწვევა. პლანეტა დედამიწიდან თითქმის 4 სინათლის წლით არის დაცილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად უკანა ეზოშია.
წყლის არსებობის მიუხედავად, ჯერ კიდევ დაუდგენელია მასზე ატმოსფეროს არსებობა, რაზეც მეცნიერები აგრძელებენ მუშაობას.