რას მოითხოვს დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე დაკავებული დავით ნაცვლიშვილის ადვოკატი
გარდაცვლილ დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე დაკავებული დავით ნაცვლიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც დაკავებული ნაცვლიშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი სასამართლო პროცესზე ალტერნატივის სახით შუამდგომლობას მოითხოვენ, რომ ნაცვლიშვილს გირაო არ შეეფარდოს. ადვოკატის თქმით, დავით ნაცვლიშვილი ადრე ნასამართლევი არასოდეს ყოფილა.