სპეცოპერაციისას დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის 1 წლის წინ გავრცელებული ვიდეომიმართვა - დაკავებულმა სამართალდამცველებს მაშინაც დაასწრო
შსს-მ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 3 პირი დააკავა. დაკავებულებიდან ერთ-ერთი 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძეა. ნიშნიანიძის ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. დაკავებულის მეუღლე ნუკა ჩიკვაიძე "ფეისბუქზე" ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და ირწმუნება, რომ მის 27 წლის ქმარს იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. როგორც ჩანს, დაკავების შესახებ ინფორმაციას ნიშნიანიძე წინასწარ ფლობდა, რადგანაც მან დღის განმავლობაში რამდენიმე ვიდეო ჩაწერა და "ფეისბუქზე" განათავსა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცველებთან პრობლემის გამო ნოდარ ნიშნიანიძე "ფეისბუქზე" ვიდეომიმართვის გავრცელების ხერხს მიმართავს. გთავაზობთ ვიდეომიმართვას, რომელიც მან 2015 წლის 21 ოქტომბერს მისი მეუღლის, ნუკა ჩიკვაიძის დახმარებით გაავრცელა.
ასევე ნახეთ| სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ავრცელებენ ახლობლები