ვინ არიან თბილისში დაკავებული ახალგაზრდები და რა კრიმინალურ საქმეებში ფიგურირებს მათი სახელები
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ, რომლის დროსაც სამი პირია დაკავებული.
მოპოვებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან 26 წლის გიორგი ყანჩაველი, 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძე და 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილი. გიორგი ყანჩაველი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ორგზისაა ნასამართლევი. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ყანჩაველი რამდენიმე დღის წინ ვაკეში მომხდარი სროლის დროს სოსო ჯოხაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბადრი, იგივე ბადუკა ნათობაძის მეგობარია. არსებული ინფორმაციით, ბადუკა ნათობაძესთან მეგობრობს დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძეც, რომლის ოჯახის წევრებიც პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ. იგი წარსულში მრავალგზის ნასამართლევია სხვადასხვა, მათ შორის ყაჩაღობის ბრალდებით. წარსულში ნასამართლევია გიორგი ფეიქრიშვილიც. ფეიქრიშვილი 2015 წლის ოქტომბერში ვაჟა-ფშაველაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე. მაშინ მისი ოჯახის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ ფეიქრიშვილს პოლიციამ იარაღი ჩაუდო. ფეიქრიშვილი 9 თვის განმავლობაში ციხეში იჯდა, ცოტა ხნის წინ კი რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

ასევე იხილეთ: "ახადეს დივანს და ვაი, იარაღიო!" - რას ჰყვებიან დაკავებული ფეიქრიშვილისა და ნიშნიანიძის ოჯახის წევრები სპეცოპერაციის დეტალებზე