რას ჰყვებოდა გიორგი კანდელაკი ვაკეში ჩაცხრილული სოსო ჯოხაძისა და თეა წულუკიანის კავშირზე
ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლული პირი სოსო ჯოხაძეა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. იგი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმაა.
სოსო ჯოხაძის სახელი რამდენიმე წლის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სახელს დაუკავშირდა. 2013 წელს "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა ფოტოები, რომელზეც წულუკიანი ჯოხაძესთან ერთად არის გადაღებული. მაშინ გავრცელებულ ფოტოებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სოსო ჯოხაძის სახელს გასულ წლებში არაერთი გახმაურებული დანაშაული უკავშირდებოდა, მათ შორის, 2001 წელს სასტუმრო "საქართველოსთან" მომხდარი კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც ორმხრივი სროლისას სამი ახალგაზრდა დაიჭრა.