loader

დაპირისპირება თავდაცვის მოქმედ და ექსმინისტრებს შორის - "სამარცხვინოა, როცა ხელს სამხედროებისკენ იშვერს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება თავდაცვის მოქმედ და ექსმინისტრებს შორის - "სამარცხვინოა, როცა ხელს სამხედროებისკენ იშვერს"

დაპირისპირება თავდაცვის ექს და მოქმედ მინისტრებს შორის - დაირღვა თუ არა 16 აგვისტოს, საზღვაო სპეცდანიშნულების წვრთნების დროს უსაფრთხოების ნორმები და იყვნენ თუ არა სწავლებაში მონაწილე ინსტრუქტორები სერტიფიცირებულები - თავდაცვის მინისტრის განცხადების გამო ლევან იზორიას მისი წინამორბედი აკრიტიკებს და ძიების დასრულებამდე ჯარის პრესტიჟის დაცვისკენ მოუწოდებს. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აღნიშნული წვრთნები 2011 წლიდან ტარდება, შეიარაღებულ ძალებში კი ინსტრუქტორების მომზადება მაღალ დონეზე ხდება. ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ ლევან იზორიას მიერ ხსენებული ინსტრუქტორები სერტიფიცირებულნი არიან. შეფასების დროს სპეკულაციებისგან თავშეკავების აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერი, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საზღვაო წვრთნების კუთხით ნორმატიული ბაზა მოსაწესრიგებელია.