თბილისში რუსული ტაქსის კომპანია "იანდექსის" მძღოლი სცემეს
თბილისში რუსული ტაქსის კომპანია "იანდექსის" მძღოლი სცემეს. დაზარალებულის განცხადებით, თავდამსხმელი კლიენტი არ ყოფილა. მძღოლი ამბობს, რომ უცნობი მამაკაცი თავს გაჩერებულ მანქანაში ყოფნისას დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებითაა დაკავებული.
რუსული კომპანია "იანდექს ტაქსი" ქართულ ბაზარზე 23 აგვისტოს შემოვიდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ "იანდექსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი. შესაბამისად, კომპანია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს" არღვევს. თავად "იანდექს ტაქსის" წარმომადგენლობა ამ ბრალდებას უარყოფს.