"მე ვლოცულობ დაკარგული სამხედროების დაბრუნებისთვის" - პატრიარქმა ზღვაში დაკარგულების ოჯახის წევრები დალოცა
მე აქ მოვედი არა სამძიმარის სათქმელად, არამედ იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამხედროები ცოცხლები არიან, - ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა, გიონში, დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის ოჯახების წევრებს.„მე იმედი მაქვს, რომ ისინი ცოცხლები არიან და ვიპოვით. ღმერთი მოწყალეა და მე ვლოცულობ მათი დაბრუნებისთვის“, - აღნიშნა ილია მეორემ. გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრიც დაესწრო.სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ გაუჩინარდნენ. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია.