თამარაშვილზე მომხდარი საზარელი ავარიისას დაშავებული ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველი საავადმყოფოშია გადაყვანილი
საზარელი ავტოავარია თბილისის ცენტრში - ცნობილი ხდება, რომ ავტომობილის მძღოლი საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი სანდრო მეტრეველია. მეტრეველი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, მეტრეველის გარდა, მძიმედ დაშავდა კიდევ 2 ახალგაზრდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა. "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გვერდით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა, რის შედეგადაც, ის მეორე განათების ბოძს შეეჯახა. მომხდარზე ძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.