სტიქია ამალი-დევდორაკის ხეობაში - საავტომობილო გზაზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
სტიქია ამალი-დევდორაკის ხეობაში. უხვი ატმოსფერული ნალექისა და მყინვარის ზონაში დაგროვებული წყლის მასის პროვოცირებით, ხეობაში ღვარცოფული ნაკადის გავლას ჰქონდა ადგილი. კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ცნობით, ქვა-ტალახოვანმა მასამ საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩააღწია და მდინარის კალაპოტის ზონაში დაილექა. საპატრულო პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მყისიერად მოახდინა. პრევენციის მიზნით, ჩაიკეტა საავტომობილო გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მუშაობს გზების დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმი. ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს.