რას დაჰპირდა თავდაცვის მინისტრი დაკარგული სამხედროს დედას?
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სახლში გვეწვია და დაგვპირდა, რომ ხვალიდანვე განახლდება სამძებრო სამუშაოები, - განაცხადა დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის დედამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში". მისი ინფორმაციით, იკვეთება რამდენიმე ადამიანის ბრალეულობა და გამოძიების შედეგებს პირადად აცნობებენ.