იზორიას სკანდალური განცხადება: პირებს, რომლებიც გონიოში წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერთიფიკატი არ ჰქონდათ
დღემდე არ არსებობდა პროცედურები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მყვინთავ მებრძოლთა კურსების წვრთნები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა მისივე ნათქვამი, რომ მყვინთავ მებრძოლთა კურსები 2011 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, კერძოდ ის, რომ წლების განმავლობაში არ არსებობდა და 2011 წელს დაიწყო მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ამის მიუხედავად არ არსებობდა კონკრეტული პროცედურები, რომლითაც უნდა წარმართულიყო აღნიშნული წვრთნები.