loader

რა ხდება ამ წუთებში რუსთავში, სადაც სპეცრაზმი გაქცეულ პატიმარს ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში რუსთავში, სადაც სპეცრაზმი გაქცეულ პატიმარს ეძებს

რუსთავში სპეცრაზმია მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავები ეძებენ მსჯავრდებულს, რომელიც სასამართლოს მოსაცდელი ოთახიდან გაიქცა. ექსკლუზიურ კადრებს "ინფო რუსთავი" ავრცლებს.

"ბრლდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა" - განცხადებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.