რატომ დატოვა "რესპუბლიკური პარტიის" რუსთავის ორგანიზაცია 35-მა წევრმა?
რუსთავში "რესპუბლიკური პარტიის" ადგილობრივი ორგანიზაციის რიგები 35-მა წევრმა დატოვა. მათგან 3 ადგილობრივი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი იყო. მიზეზად კოალიცია "ქართული ოცნებიდან" "რესპუბლიკელების" გასვლა სახელდება. როგორც პარტიიდან გასულმა წევრებმა განმარტეს, საპარლამენტო არჩევნებზე მხარს ისინი "ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარობის კანდიდატებს დაუჭერენ. 35-ვე მათგანი "რესპუბლიკელების" რიგებს 2012 წელს შეუერთდა.