loader

უახლესი ინფორმაცია ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოების შესახებ

11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გონიოში, გეგმური წვრთნების დროს დაღუპული ჯარისკაცის, იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო. როგორც ელენე შარაძემ PalitraNews-ს განუცხადა, თუ დღეს, დღის პირველ ნახევრამდე შესაბამისი უწყებები ვითარების შესახებ ოჯახს ინფორმაციას არ მიაწვდიან, ისინი გონიოში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ გზას გადაკეტავენ. თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი გეგმური წვრთნების დროს გონიოში ზღვაში 16 აგვისტოს გაუჩინარდა.

იხილეთ: რაზე ესაუბრა ტელეფონით გონიოში დაკარგული ჯარიკაცის დედას თავდაცვის მინისტრი?