loader

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლის საქმეზეც გივი თარგამაძეს დაჰკითხავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლის საქმეზეც გივი თარგამაძეს დაჰკითხავენ

ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საქმეს საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. დაიკითხებიან მოწმეები. გერლიანი ე. წ. კანონიერი ქურდობისთვის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ივნისის ბოლოს დააპატიმრეს. ადვოკატის მტკიცებით კი, ბრალდების მხარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულება არ აქვს და მას საქართველოში შემოსვლა კანონიერად შეეძლო.