loader

რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ხურვალეთში ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ხურვალეთში ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებოდნენ

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები დანკან ჰანტერი და მარკ სენფორდი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ. კონგრესმენები ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან პირადად მოისმინეს არსებული რთული ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობის შესახებ.

აშშ-ის კონგრესმენების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, პირადად გაცნობოდნენ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად შექმნილ ვითარებას და იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ყოფაზე.