ნარმანია გადადგება, ეს "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილია - ალეკო ელისაშვილი
ნარმანია, რომ გადადგება, ეს "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილია. ალბათ, არჩევნების მერე გადააყენებენ, - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში". როგორც მან აღნიშნა, ნარმანია ხეების მოჭრაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, "რაც უნდა თითზე კულულები იხვიოს ირაკლი კობახიძემ".