"კანონიერი ქურდის" დაკრძალვაზე 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ დონეცკის ოლქში, ქალაქ სვიატოგორსკთან 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. ისინი ე.წ. კანონიერი ქურდის, ლიოხა კრასნოდონსკის სახელით ცნობილი ალექსეი სალნიკოვის დაკრძალვის დროს აიყვანეს. სამართალდამცველების განმარტებით, დაკავება უკრაინაში მათი ყოფნის კანონიერების შესამოწმებლად მოხდა. ამასთან, პოლიცია მათ სეპარატისტებთან შესაძლო კავშირსაც შეამოწმებს. დაკავებულთაგან ზოგიერთს ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არიან რუსეთისა და მოლდოვის მოქალაქეები.