საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი: "ირაკლი კობახიძე ფლობს ისეთ დეტალებს, რაც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ"
საკონსტიტუციო სასამართლო ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი კობახიძე ფლობს ისეთ დეტალებს, რაც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ. განცხადების თანახმად, ირაკლი კობახიძე არ ერიდება სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას.