მარიამობის საზეიმო წირვა სიონში და პატრიარქის ქადაგება
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებულად მფარველობს, რაგან ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელის წინაშე დგას. უწმინდესმა წირვა საბერძნეთის ქალაქ დრამის მიტროპოლიტთან პავლესთან ერთად აღავლინა, რომელიც საქართველოში თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფება. სტუმრებმა მარიამობის საზეიმო წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილი გადასცეს. სიონში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაესწრო.