loader

ბათუმში ზღვაში 2 დღის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ზღვაში 2 დღის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, "სან-რემოს" მოპირდაპირედ, ნაპირიდან 500 მეტრში ზღვაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ განაცხადა, 28 წლამდე მამაკაცი ორი დღის წინ გაუჩინარდა. მაშველებმა მამაკაცის ცხედარი დღეს 07:50 წყლის ზედაპირზე იპოვეს. მისი თქმით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და პირველადი მონაცემებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.