ოლიმპიელებს გორში რუსულ-ქართული რეპერტუარით დახვდნენ
წუხელ, გვიან ღამით, გორში ოლიმპიელების პატივსაცემად გამართული კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა. მასში მონაწილეობა დათო ხუჯაძემ და ჯგუფმა "ქოლორმა" მიიღეს. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა კონცერტი დასრულებამდე დატოვა. მათ დათო ხუჯაძის მიერ შესრულებული რუსულენოვანი სიმღერები გააპროტესტეს.
რუსულ-ქართული რეპერტუარი ნაომარ ქალაქში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
გორის მერიამ კონცერტის ორგანიზებისთვის 20 ათასი ლარი დახარჯა.
წყარო: ტელეკომპანია "დია"
რუსულ-ქართული რეპერტუარი ნაომარ ქალაქში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
გორის მერიამ კონცერტის ორგანიზებისთვის 20 ათასი ლარი დახარჯა.
წყარო: ტელეკომპანია "დია"