loader

"პარტიზანული მებაღეობა" - შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად აქციები გაგრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პარტიზანული მებაღეობა" - შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად აქციები გაგრძელდება

"პარტიზანული მებაღეობის" წევრის, ელენე მალაშევსკი-ჯაყელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ელენე მალაშევსკი-ჯაყელი საავადმყოფოდან წუხელ გამოწერეს.

თბილისის მერიასთან შიმშილობის აქცია შეწყდა. აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, მას შემდეგ მიიღეს, რაც მოშიმშილე ელენე მალაშევსკი-ჯაყელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტეს, მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ფორმის შეჩერებისა, მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია და აქციები თბილისის მერიასთან 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.