მიანმარში მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა - დაინგრა 100-მდე ბუდისტური ტაძარი
მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაინგრა თითქმის ასამდე უძველესი ბუდისტური ტაძარი.
მიანმარში გუშინ საღამოს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდას მიაღწია. ბიძგები ტაილანდში, ბანგლადეშსა და აღმოსავლეთ ინდოეთშიც იგრძნობოდა.
მიანმარში გუშინ საღამოს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდას მიაღწია. ბიძგები ტაილანდში, ბანგლადეშსა და აღმოსავლეთ ინდოეთშიც იგრძნობოდა.