ქობულეთში ძვ.წ. IV საუკუნის 7 სამარხი და 5 სარიტუალო მოედანი აღმოაჩინეს
ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარსა და სამაროვანზე საველე არქეოლოგიური სამუშაოების დროს ძვ.წ. მეოთხე საუკუნის 7 სამარხი და 5 სარიტუალო მოედანი აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა მათ შორის ანტიკური შავლაქიანი ჭურჭელი, დაკრძალვის რიტუალისთვის დამახასიათებელი ლეკიტოსები, სამკაულები და ოქროს ნახევრადმთვარისებრი საკიდებიც აღმოაჩინეს. ადგილზე ასევე ელინიზმის, კლასიკური ხანის უძრავი კულტურული ფენების და ადრეული რკინის ხანის მოკირწყლული მოედნის შესწავლითი სამუშაოები მიმდინარეობს.