loader

"მემუქრებოდა, თუ ხმას ამოვიღებდი, შვილებს მოგიკლავო" - ქუთაისის მერიასთან მრავალშვილიანი დედა შიმშილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მემუქრებოდა, თუ ხმას ამოვიღებდი, შვილებს მოგიკლავო" - ქუთაისის მერიასთან მრავალშვილიანი დედა შიმშილობს

ქუთაისში, მერიის შენობასთან მრავალშვილიანმა დედამ შიმშილობა დაიწყო. როგორც ნანა დეისაძე აცხადებს, მას სახლი იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, ახლა კი მისთვის უცნობი ადამიანები სახლის დაცლას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მის შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. მისი განმარტებით, სახლი იპოთეკით რამდენიმე წლის წინ დატვირთა, როდესაც მისი მეუღლე ავარიაში მოყვა და სამკურნალოდ ფული სჭირდებოდა. ნანა დეისაძის მტკიცებით, პირები, რომლებმაც ფული ასესხეს, თაღლითები აღმოჩნდნენ.