loader

ვინ არის 27 წლის "კანონიერი ქურდი", რომელიც დღეს შსს-მ ყაზბეგში დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 27 წლის "კანონიერი ქურდი", რომელიც დღეს შსს-მ ყაზბეგში დააკავა

შსს-მ ყაზბეგში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ბ. სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში დააკავეს.