loader

იტალიაში დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დღეს გამთენიისას, ქალაქ პერუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით, ამატრიჩეში დაფიქსირდა. ქალაქის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგად ამატრიჩე სერიოზულად დაზიანდა, მოწყვეტილია საავტომობილო გზები, ხოლო მეწყერის შედეგად ხიდის ჩამონგრევის საშიშროებაც არსებობს. როგორც სერხიო პეროზიმ აღნიშნა, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილნი. მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.