იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით გაიზარდა
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით გაიზარდა. სტატატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2016 წლის იანვარ-ივლისის წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1122 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 5426 მლნ აშშ დოლარს (25 პროცენტით მეტი).
იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე
იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე