loader

ზურაბ ჯაფარიძეს "ფეისბუქელებმა" წარსულიდან ვიდეო ამოუქექეს - "აღიარებს, თუ ხუმრობს?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ ჯაფარიძეს "ფეისბუქელებმა" წარსულიდან ვიდეო ამოუქექეს - "აღიარებს, თუ ხუმრობს?"

"აღიარებს, თუ ხუმრობს?", - ასეა დასათაურებული ვიდეოპორტალ youtube-ზე მომხმარებლის, gocha surameli-ს მიერ ატვირთული ფრაგმენტი სატელევიზიო გადაცემა "პრეს-პრესიდან", რომელიც წლების წინ "მაესტროს" ეთერში გადაიცემოდა.  ამ ფრაგმენტში ზურაბ ჯაფარიძე იმ დროს გაზეთ "ყველა სიახლის" ჟურნალისტის, ახლა კი "კვირის პალიტრის" ვებ-რედაქტორის, ნათია დოლიძის კითხვას პასუხობს. "ციხის შემთხვევაში, ის, რომ ადამიანებს ციხეში ურტყამდნენ, მე ვიცოდი და ჩემ გარშემო ყველამ იცოდა. ის, რომ ე.წ. კარანტინის დაშლა ხდებოდა, ისევე, როგორც ის, რომ საკნებში ვიღაცა თუ დაილაპარაკებდა, შემოდიოდნენ და სცემდნენ, მე პირადად ეს ვიცოდი...", - აცხადებს ჯაფარიძე.