loader

რიო 2016-ის დახურვის შთამბეჭდავი კადრები - შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიო 2016-ის დახურვის შთამბეჭდავი კადრები - შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა

რიოს ოლიმპიური თამაშები გრანდიოზული ცერემონიით დასრულდა. მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც კარნავალის თემატიკით იყო მომზადებული, მარაკანას სტადიონზე სამ საათს გაგრძელდა. თამაშები ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 206 ქვეყნიდან 11, 303-მა სპორტსმენმა მიიღო.
ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოს ოფიციალურად გადაეცა, რადგან 2020 წელს გრანდიოზულ სპორტულ მოვლენას სწორედ იაპონია უმასპინძლებს.

ოლიმპიადაში საქართველოც მონაწილეობდა. ჯამში, საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.