loader

თვითმკვლელობით გარდაცვლილი სტურუას მეგობრის სკანდალური განცხადება: წერილში ნახსენები პოლიციელი 5 წლის განმავლობაში მასაც ფიზიკურად უსწორდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმკვლელობით გარდაცვლილი სტურუას მეგობრის სკანდალური განცხადება: წერილში ნახსენები პოლიციელი 5 წლის განმავლობაში მასაც ფიზიკურად უსწორდებოდა

დასავლეთ საქართვლოს საოლქო პროკურატურაში დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას მეგობარი, ოლეგ თავაძე დაკითხეს.

როგორც ოლეგ თავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მეგობრის, დემურ სტურუას მიერ გარდაცვალებამდე დაწერილ წერილში ნახსენები პოლიციელი გოდერძი თევზაძე 5 წლის განმავლობაში მასაც ფიზიკურად უსწორდებოდა. თავაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი სამტრედიელმა პოლიციელმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.