დავით ნარმანიას ნაგვით სავსე ყუთი აჩუქეს - "გლდანელების საჩუქარი თბილისის მერს"
"თავისუფალი დემოკრატების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საჩუქრად ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს. საშუალო ზომის ყუთი სასაჩუქრე ლენტით იყო გაფორმებული და ზედ დაყრილი ნაგვის ამსახველ სურათებთან ერთად დატანილი იყო წარწერა - "გლდანელების საჩუქარი თბილისის მერს".