loader

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს სანაპირო ზოლზე დღეიდან შტორმი მოსალოდნელი აღარ არის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს სანაპირო ზოლზე დღეიდან შტორმი მოსალოდნელი აღარ არის

საქართველოს სანაპირო ზოლზე დღეს შტორმი მოსალოდნელი აღარ არის. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დღისით კარგი ამინდი იქნება, საღამოს საათებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ასევე, სეტყვა. სტიქიის შედეგად დატბორილ ბათუმში გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, სანაპირო ზოლიდან გატანილია დამტვრეული ხეები. ყველა კოლექტორი ჩვეულ რიტმში მუშაობს და გაწმენდილია ზღვაში ჩამავალი არხებიც. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი და დენი.