loader

თვითმკვლელობით დაღუპული დემურ სტურუას ოჯახის წევრები ცხედრის ამოთხრას და პოლიციასთან გადასვენებას აპირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმკვლელობით დაღუპული დემურ სტურუას ოჯახის წევრები ცხედრის ამოთხრას და პოლიციასთან გადასვენებას აპირებენ

სამტრედიაში, გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრები გამოძიების შედეგებს მომავალ კვირაში ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხედრის ამოთხრას და პოლიციასთან გადასვენებას აპირებენ. როგორც პროკურატურიდან დაკითხვის შემდეგ გამოსულმა გარდაცვლილის ნათესავმა დარიკო ჯაშმა განაცხადა, პროკურატურა გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილით დაინტერესდა და ოჯახის წევრებს დაპირდა, რომ ექსპერტიზის პასუხი და გამოძიების შედეგები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილის წინ მან წერილი დატოვა, რომელშიც ის პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა.