loader

პოლიტიკური პარტიები VS "ცენტრისტები" - ცნობს თუ არა სასამართლო ბედუკაძის პარტიას ანტისახელმწიფოებრივად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიტიკური პარტიები VS "ცენტრისტები" - ცნობს თუ არა სასამართლო ბედუკაძის პარტიას ანტისახელმწიფოებრივად

ცნობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ბედუკაძის პარტიას ანტისახელმწიფოებრივად. პარტიები ცენტრისტების" წინააღმდეგ გამოდიან. პოლიტიკური სუბიექტები საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე პრორუსული ძალების გააქტიურება ხელისუფლების პოლიტიკის დამსახურებაა. მათივე შეფასებით, "ცენტრისტების" სატელევიზიო სარეკლამო რგოლში გამოკვეთილია ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები და ეს პოლიტიკური ძალა საქართველოს პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. პოლიტიკური პარტიები "ცენტრისტების", როგორც პოლიტიკური ძალის საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს "ქართული ოცნებაც" მიმართავს და საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით მან უნდა მიიღოს.