არის თუ არა მარიამობის მარხვა ხსნილი თევზით?
14 აგვისტოდან მარიამობის ორკვირიანი მარხვა დაიწყო, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, 28 აგვისტოს დასრულდება. მარიამობის მარხვა მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწული - 19 აგვისტო. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებული მარხვა 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე "ძველ განწესებათა თანახმად" დაკანონდა.