აფხაზეთის ომის მძიმე კადრები: შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 24 წელი გავიდა
დღეს აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 24 წელი შესრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ.-მა "აფხაზურმა გვარდიამ" პირველად სწორედ 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა.