loader

22 წლის დემურ სტურუას სოფელ დაფნარში დღეს დაკრძალავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

22 წლის დემურ სტურუას სოფელ დაფნარში დღეს დაკრძალავენ

22 წლის დემურ სტურუას სოფელ დაფნარში დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახი მომხდარში პოლიციის თანამშრომელს ადანაშაულებს. ახლობლების მტკიცებით, თვითმკვლელობამდე სტურუა სამართალდამცველის ძალადობის მსხვერპლი გახდა. არსებობს წერილიც, რომელიც ახალგაზრდამ თავის მოკვლამდე დაწერა. სამტრედიის პოლიციის თანამშრომელმა, ვის მიმართაც გარდაცვლილის ოჯახს პრეტენზიები აქვს, თანამდებობა უკვე დატოვა. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. დემურ სტურუას ოჯახს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.ისინი მომხდარზე დროულ რეაგირებას და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.