loader

"დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა!" - 22 წლის ბიჭმა პოლიციელისგან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა!" - 22 წლის ბიჭმა პოლიციელისგან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო

პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო, 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 7 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოხდა. სტურუამ თვითმკვლელობამდე წერილი დედის სახელზე დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. ახალგაზრდა მამაკაცი წერს რომ, მას ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციელი სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა. დემურ სტურუას თქმით, მას პოლიციელი იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის სად ჰქონდა მარიხუანა დათესილი. დემურ სტურუა წერილში წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის მანქანაში სცემეს. "გემშვიდობებით ყველას, დედა. დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა,"-წერს დემურ სტურუა. ოჯახი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებს. თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ასევე იხილეთ: პოლიციელმა, რომელიც სამტრედიაში 22 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილშია მოხსენიებული, თანამდებობა დატოვა