აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე უარი განაცხადა
აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე, მათ შორის, სამედიცინო მიზნით უარი განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ მიიღო. კერძოდ, მარიხუანა პირველი კატეგორიის ნარკოტიკულ ნივთიერებებში დატოვეს და დაასკვნეს, რომ მისი გამოყენება აშშ-ში მიღებულ სამედიცინო მომსახურების კრიტერიუმებს არ შეესაბამება.