loader

ნატო-მ 2008 წლის აგვისტოს ომზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნატო-მ 2008 წლის აგვისტოს ომზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა

ნატო-მ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მოამზადა. "საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტი", - ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც მოთხრობილია იმ დევნილთა ისტორიები, რომლებსაც საომარი მოქმედებების გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.

წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ 20 000 დევნილს დღემდე არ შეუძლია სახლში დაბრუნება.

„ქვეყნის სხვა ნაწილებში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი კი ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ მიწას კარგავენ. კონფლიქტი შეიძლება დასრულებული იყოს, მაგრამ მისი შედეგები კვლავ იჩენს თავს", - ნათქვამია ფილმის წინასიტყვაობაში, რომელიც ნატო-ს „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.