აბიტურიენტებისთვის ფაკულტეტის შეცვლის ან დამატების ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება
აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებები ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge ან www.naec.gov.ge უნდა შეიტანონ. დღეს, 18:00 საათამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტები.
”პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალება ეძლევა. - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათზე, აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც შეწყდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, გადახედონ საკუთარ რეიტინგულ სიას.
საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დარჩენილ ადგილებზე ჩარიცხვა არ მოხდება.