რომელი პარტია რამდენ ფულს ხარჯავს რეკლამაში და ვისმა ბიუჯეტმა გადააჭარბა "ქართული ოცნებისას"
პარტიებს შორის ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე ამ დროისთვის პაატა ბურჭულაძის მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ აქვს დახარჯული. როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში - 8 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში, ბურჭულაძის პარტიის მიერ რეკლამაზე გახარჯული თანხების ოდენობა 512 009 ლარს შეადგენს.
ამ კუთხით მეორე ადგილს იკავებს „ქართული ოცნება“, რომელსაც რეკლამაზე 345 032 ლარი აქვს დახარჯული, შემდეგ კი 184 550 ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და 183 382 ლარით „პატრიოტთა ალიანსი“ მოდიან.
ამ კუთხით მეორე ადგილს იკავებს „ქართული ოცნება“, რომელსაც რეკლამაზე 345 032 ლარი აქვს დახარჯული, შემდეგ კი 184 550 ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და 183 382 ლარით „პატრიოტთა ალიანსი“ მოდიან.