მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლის ბლოკირებით ემუქრებიან - "დაამტკიცოს, რომ არ არის შავბნელი ჯგუფების მძევალი"
გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაამტკიცოს, არის საქართველოს პრეზიდენტი თუ მარგინალური შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი, - აღნიშნული განცხადება ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრმა სანდრო ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.