მეზობლები წარმოუდგენელ დეტალზე, რომლის გამოც თელავში ყოფილი პარლამენტარი მოკლეს
სოფელ აკურას მცხოვრებლები ყოფილი პარლამენტარის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მოდებაძეს ახლად ჩაყრილი ვაზი ჰქონდა გაშენებული, რომელსაც მკვლელობაში ეჭვმიტანილის საქონელი უზიანებდა. აკურელების თქმით, მოდებაძემ მწყემსი რამდენჯერმე გააფრთხილა და მათ შორის შელაპარაკება დღესაც სწორედ ამ თემაზე მოხდა.