loader

იტაცებენ თუ არა ბავშვებს შიდა ქართლში მასობრივად? - რას ამბობს შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტაცებენ თუ არა ბავშვებს შიდა ქართლში მასობრივად? - რას ამბობს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტები არსებობს. უწყებაში ამ დრომდე არ შესულა არც ერთი მსგავსი შინაარსის შეტყობინება მოზარდების გატაცების შესახებ. შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში ბავშვების გატაცების თაობაზე პორტალ "ამბები.გე"-ს არაერთმა მოქალაქემ წერილობით მიმართა. მიმართვაში მოქალაქეები ბავშვების მასობრივ გატაცებაზე საუბრობდნენ.